იაპონია და საფრანგეთი 26-29 ივლისს პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავები ჩაერთვებიან.
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.