სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai Engineering & Construction-ი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენაში დაეხმარება.
„Hyundai E&C ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა აღადგინოს არამხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები და რკინიგზა, არამედ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა Hyundai E&C-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეთანხმების თანახმად, Hyundai E&C აღადგენს სადესანტო ზოლებს და ახალ სატვირთო ტერმინალს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეა კიევს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტებისთვის 52 მილიარდ აშშ დოლარს შესთავაზებს.