აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება.
კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კაცი ახლა ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია და ინციდენტის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში.