მეხანძრეებს ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებთან უწევთ გამკლავება. ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
ხანძრებია ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.
სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძარს ასზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.
უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრებიც ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში გავრცელდა.
საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავი გაგზავნა.