მოსკოვის სამ აეროპორტში - „ვნუკოვოში,“ „დომოდედოვოსა“ და „შერემეტევოში“ თითქმის 30 ფრენა გადაიდო ან გაუქმდა
რუსული მედიის ცნობით, ფრენები ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო არ შედგა.
მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ცენტრალური, დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები დატბორა.