აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ შესაძლოა, უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.
პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა.
კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE-ის ტიპის სისტემებზე, რომლებიც აშშ-მ მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის ტიპის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე,” რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.