აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის გეგმებს განიხილავენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც სამშაბათს შეიკრიბა, უკრაინისთვის „საბრძოლო მასალის გადაუდებელი საჭიროება“ განიხილა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ გეგმები წარმოების გაზრდის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ დონეზე, მეტი საბრძოლო მასალის წარმოების შესახებ ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივის კვალდაკვალ , - აღნიშნა ოსტინმა.

კონტექსტი

CNN-მა სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ევროპა უკრაინის საბრძოლო მასალის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუშაობენ, რადგან უკრაინელი სამხედროები რუსეთის ძალებს ებრძვიან.