უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობამ ივნისში განადგურებული კახოვკის ჰესის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა.
შმიგალის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„პირველ ეტაპზე ჩვენ დავაპროექტებთ ყველა საინჟინრო ნაგებობას და მოვამზადებთ აღდგენისთვის საჭირო საფუძველს,“ - განაცხადა შმიგალმა.
„მეორე ეტაპი დაიწყება იმ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, სადაც ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს. ეს გულისხმობს რეალურ სამშენებლო სამუშაოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
მისი თქმით, პროექტს კოორდინაციას გაუწევს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო და დამკვეთი იქნება სახელმწიფო კომპანია Ukrhydroenergo.