მაკრონი: ნათელია, რომ პუტინმა საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა „უზარმაზარი შეცდომა" დაუშვა, როდესაც საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. სამშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაეროს შუამავლობით გაფორმებულ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობით, მრავალი ქვეყნის წინაშე აიღო „უზარმაზარი პასუხისმგებლობა."

„ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან არიან დამოკიდებულნი ამ შეთანხმებებზე, რაზეც გავლენას მოახდენს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაკრონმა.


საფრანგეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა.

ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს შავ ზღვაში გემების დაბლოკვაზე „ერთადერთი პასუხისმგებელი" უწოდა.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13% უკავია.


ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.