მარკ მილი: უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპის მიუხედავად, ის "შორს არის მარცხისგან."

"ეს დაიწყო დაახლოებით ხუთი-ექვსი კვირის წინ, არსებობდა პროგნოზი გარკვეული წინსვლის შესახებ და ეს შენელდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის. ეს არიან რეალური ადამიანები რეალურ მანქანებში, რომლებიც იქ ნამდვილად ასუფთავებენ ნამდვილ ნაღმებს და ისინი ნამდვილად კვდებიან," - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.


მილიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა.“

„მე არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩადებენ რეზერვს და ა.შ.

„ახლა ისინი ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად და სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე.”