ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ Leopard 2A4-ის ტიპის ტანკსა და 10 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. დახმარების პაკეტი ასევე მიცავს პატარა სატვირთო და სასწრაფო დახმარების მანქანებს.
ესპანეთი ტექნიკას უკრაინაში შემდეგ კვირას გააგზავნის.
გარდა ხსენებული დახმარებისა, ესპანურმა მხარემ უკრაინას უკვე გაუგზავნა საველე ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია საოპერაციო და პოსტ-ოპერაციული ოთახებით, აფთიაქით.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ უკრაინას ზაფხულის განმავლობაში მსხვილ-კალიბრიანი საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ახალი პარტია გაუგზავნოს.