ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის განცხადებით, ივნისში რუსული გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის", ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზეწოლის ქვეშაა. Reuters-ის ცნობით, მურმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად აფასებს უკრაინის მიერ წარმოებულ კონტრშეტევას.
პრაღაში ვიზიტისას მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა, რომლებიც შეძრწუნებული არიან უკრაინაში მიმდინარე ომით, ძალები უნდა გააერთიანონ მის სადაზვერვო სამსახურთან, რათა სისხლისღვრა დასრულდეს.