CNN: გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს

ვაგნერის დამფუძნებელი და ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა ვიდეოში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. CNN-ის ცნობით, როგორც ჩანს, ის ბელორუსში თავის მებრძოლებს მიესალმა. 

ვიდეო ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა და შემდეგ პრიგოჟინმა გააზიარა თავის ანგარიშზე.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი გასულ თვეში სამხედრო „აჯანყების“ ხელმძღვანელობის შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა. 

CNN მუშაობს წერს, რომ მუშაობს იმის დასადგენად, ავთენტურია თუ არა ვიდეო.

ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უფროსმა განუცხადა CNN-ს, რომ პრიგოჟინი ცოცხალია და თავისუფალია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა შეთანხმების მიღწევისა ვაგნერის ლიდერთან, რათა ხანმოკლე აჯანყება დასრულებულიყო.