ბრიტანული Telegraph-ის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს ბელორუსის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში.
გამოცემის ცნობით, მტკიცებულებები, რომლებიც აკავშირებს ამ დანაშაულებებთან ლუკაშენკოს და ბელორუსის სხვა ოფიციალურ პირებს აკავშირებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), წარედგინა.
ამასთან, Telegraph-ი ბელორუსის ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, პაველ ლატუშკას სიტყვებს ციტირებს. გამოცემის ცნობით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბელორუსის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა გადაეყვანათ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ბელორუსში, ზოგი კი, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონებში.
„ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ბელორუსისა და რუსეთის ხელისუფლება თანამშრომლობდნენ სულ მცირე 2150 უკრაინელი ბავშვის იძულებით გადაყვანაში ბელორუსში, 2022 წლის სექტემბრიდან და რომ უკრაინელი ბავშვების რაოდენობა ბელორუსში სავარაუდოდ, 3000-ს მიაღწევს 2023 წლის შემოდგომისთვის“, - წერს თავის მხრივ, ISW, რომელიც The Telegraph-ს ეყრდნობა.
18 ივლისს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ჰააგის სასამართლოს მოუწოდეს, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელორუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე.