საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 731 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით წერს.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით გაიზარდა.
მაჩვენებლების მიხედვით, აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან ვაჭრობაში 7,1% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 413 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 13,5%), ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 318 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4,4%) შეადგინა.