უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული წარმოების 20-ზე მეტი დრონი უკვე ექსპლუატაციაშია.
„უკვე მიღებულია 20-ზე მეტი ახალი დრონი, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებით ანადგურებენ ორკებს და მათ აღჭურვილობას,“- განაცხადა რეზნიკოვმა მედიასთან.
მისივე თქმით, დრონის ექსპლუატაციაში შესვლას სამი კვირა სჭირდება.