ბელორუსში „ვაგნერის“ ძალების ყოფნის ფონზე, უკრაინა ამ ქვეყანასთან საზღვარს აძლიერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა, სერჰი ნაევმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მტრის ძალებისთვის შეუვალი გახდება.
„თუ ისინი შეეცდებიან თავიანთი ბინძური ჩექმების დადგმას უკრაინის მიწაზე, სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩვენ დამატებით გავაძლიერებთ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებს არაასაფეთქებელი და ფეთქებადი ბარიერებით, რაც მოულოდნელი იქნება მტრისთვის,“ - ხაზგასმით აღნიშნა ნაევმა.