ავსტრალიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესდა. სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ ამოქმედდა.

საერთო ჯამში, სანქციების სამიზნეა რუსეთის ფედერაციის თავდაცვით, ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე 35 ორგანიზაცია და რუსეთის და ბელორუსის 10 ფიზიკური პირი, მათ შორის სანქციები რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვის და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ჩერნიშოვი.


სასანქციო სიაში არიან რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. შეზღუდვები, ასევე, ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება.

„ასევე, სიაში რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოები შევიდნენ, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების მწარმოებელი - „რუსეთის ვერტმფრენები“ და მისი გენერალური დირექტორი,“ - ნათქვამია განცხადებაში.