ბელორუსის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს.

მისივე თანახმად, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელორუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული,“ - ნათქვამია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსეთში „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, მედიაში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს.