ევროკავშირის საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.
შეზღუდვები ვრცელდება ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების სფეროზე, ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტსა და ფუფუნების სხვა საქონელზე.
სანქციები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მაუწყებლისთვის ლიცენზიების შეჩერებასაც.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი პირველად 2014 წელს აამოქმედა, 2022 წლის თებერვალში კი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააფართოვა.
ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი 23 ივნისს დაამტკიცა.