ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში (EUSR), ტოივო კლაარს მანდატი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.
ტოივო კლაარი ამ თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ, საქართველოში კრიზისს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ასევე, წაახალისოს რეგიონული თანამშრომლობა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მეზობელ ქვეყნებს შორის.
კლაარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირს წარმოადგენს. ტოივო კლაარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებაში მუშაობდა. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო.