აშშ-მ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები.

მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი.

სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი.


შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა".

ვაშინგტონმა შეზღუდვები ასევე დაუწესა „ტინკოფ ბანკის“, „სოლიდარობის“ და „უნისტრიმის“ ბანკებს.

რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.