უკრაინა რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაციას გეგმავს

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) მთავრობას 20 ივლისს წარუდგინა წინადადება, რომლითაც მთავრობას უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ბანკის ნაციონალიზაცია მოსთხოვა.

NBU-ს თავმჯდომარემ, ანდრეი პიშნიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება Fridman's Sense Bank-ის შესახებ, რომელსაც 2022 წლის დეკემბრამდე ერქვა Alpha Bank, პარასკევს, 21 ივლისს არის  მოსალოდნელი.


გამომძიებელმა რეპორტიორებმა მაისში აღმოაჩინეს, რომ ფრიდმანის კომპანია Alpha Insurance Firm, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მანქანებს აზღვევს.

უკრაინული გამოცემა kyivindependent-ის თანახმად, ასევე ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ოფისს უწევს მომსახურებას.

ფრიდმანი, რომელიც ლვოვში დაიბადა, რუსული კომპანია Alpha Group-ის დამფუძნებელია. ის ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 29 მაისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.