პირველი სექტემბრიდან რუსი სკოლის მოსწავლეები დრონების გამოყენების შესწავლად დაიწყებენ. ასეთ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ.
რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ პირველადი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუნერგოს „ქვეყნის სიყვარულის გრძნობა“ და მოამზადოს ისინი შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის.
პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა.“
მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთუს სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება.“