Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს.
სააგენტო სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა.
დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მასში შესაძლოა, ცვლილებები კიდევ შევიდეს.
აშშ-მ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება ბოლოს19 ივლისს გამოუყო. უფრო ადრე გადაცემული პაკეტის ფარგლებში კი, კასეტური საბრძოლო მასალა გაუგზავნა.