პოლიციამ ბერლინის გარეუბანში ლომის ძებნა შეწყვიტა

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა ბერლინის გარეუბაში ლომის ძებნა შეწყვიტეს, რადგან მტაცებელი ვერ იპოვეს. პოლიცია ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა ლომს მას შემდეგ, რაც საზოგადოების წევრებმა გარეული ცხოველის შესახებ შეატყობინეს.

ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, პოლიციას სჯერა, რომ ეს არსება გარეული ღორი იყო.


პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე კლეინმახნოვის მერმა მაიკლ გრუბერტმა განაცხადა, რომ „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველი, ლომის კვალი არ არის." ორი ექსპერტი, მათ შორის ერთი სამხრეთ აფრიკიდან გამოძახეს და ისინიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. კიდევ ერთმა ექსპერტმა ბერლინის ადგილობრივ რადიოსადგურ RBB-ს განუცხადა, რომ მის მიერ ნანახი კადრებიდან ცხოველი უფრო ჰგავდა ღორს, რომელიც რეგიონშია გავრცელებული.

თუმცა მაიკლ გრუბერტმა განმარტა, რომ პოლიცია სიფხიზლეს შეინარჩუნებს სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში.

ძებნის ოპერაციაში 120-მდე პოლიციელი იყო ჩართული. ასევე გამოიყენეს დრონები და ვერტმფრენები.