აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი დაიკავებს.
AP-ის ცნობით, ფრანკეტი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ აშშ-ის სენატი ლიზა ფრანკეტის კანდიდატურას დაამტკიცებს, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ის პირველი ქალი იქნება.
ცნობისთვის, მანამდე ლიზა ფრანკეტი აშშ-ის მე-6 ფლოტის მეთაურის და ასევე დამრტყმელი ავიამზიდის მეთაურის თანამდებობებს იკავებდა. ის იყო მეორე ქალი, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ძალებში ოთხვარსკვლავიანი ადმირალის წოდება მიენიჭა.