რუს ჩოგბურთელს, ვერა ზვონარევას პოლონეთში შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 38 წლის ზვონარევა იმ სპორტსმენთა სიაშია, რომლებიც ვარშავის ღია ტურნირის განაცხადში არიან.
„სასაზღვრო დაცვამ რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა საფრანგეთის ვიზის გამოყენებით ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბელგრადიდან ვარშავაში რეისით,“ - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სერბეთიდან ჩასვლის შემდეგ, ჩოგბურთელი ვარშავის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა და მონტენეგროში, პოდგორიკაში გაფრინდა“.
რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.