რა მოხდა მოსკოვის მახლობლად, სადაც შეიარაღებული კაცი კრემლისკენ „მარშირებით იმუქრებოდა“ - დეტალები

მოსკოვის ოლქში, სოფელ შერვუდის მახლობლად, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი ერთ-ერთ სახლში სახლში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციას ესროლა და ამბობდა, რომ კრემლში შეღწევას აპირებდა.

ტელეგრამ არხ „ბაზას“ ცნობით, კაცი ყვიროდა, რომ „ცოტა ხნის წინ დაბრუნდა “სპეცოპერაციიდან." (ასე რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდებენ).

ამასთან, მძევლების აყვანის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. კრემლის მიერ კონტროლირებადმა TASS-მა დაწერა, რომ სახლში ხალხი არ იყო, „ბაზა“ კი, იტყობინება, რომ მათ მოახერხეს სახლის დატოვება.

„ბაზას“ ინფორმაციით, პირი კალაშნიკოვის თოფით იყო შეიარაღებული. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სპეცრაზმი (SOBR) და პოლიციის სპეციალური ძალების (OMON) მებრძოლები. TASS-ის წყარო უსაფრთხოების ძალებიდან ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა კაცმა „მოლოტოვის კოქტეილიც“ ისროლა, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ კაცმა ავტომატური იარაღიდან სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლებმა რაიონის პოლიციას გამოუძახეს. პარალელურად ის სკანდირებდა „პოლიტიკურ ლოზუნგებს“ და ამბობდა, რომ კრემლში შესაღწევად იარაღის მთელი არსენალი შეკრიბა.

რუსული სამართალდამცავი უწყების ცნობით, „მოქალაქემ არ უპასუხა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, უგულებელყო ჩაბარების მოწოდებები, ესროლა პოლიციელებს, რის შემდეგ აცგამოყენებული იყო სამსახურებრივი იარაღი და სპეციალური საშუალებები."


ოფიციალური პირის ინფორმაციით, შეიარაღებული კაცი რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის მცხოვრები იყო. ოფიციალური ცნობებით, ის ლიკვიდირებულია.

ზოგიერთი რუსული მედია ამტკიცებდა, რომ კოტეჯი, რომელშიც შეიარაღებული შეიჭრა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს ეკუთვნოდა, რომელსაც მასობრივი პროტეტის შემდეგ რუსეთმა თავშესაფარი შესთავაზა. გავრცელებული ცნობით, კოტეჯი გასაყიდად არის მზად და მისი ამჟამინდელი მფლობელი ინციდენტის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

Associated Press-ი წერს, რომ ინციდენტმა მედიის ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ხანმოკლე „აჯანყება“და კრემლისკენ მარშირება წამოიწყო.