Bild-ის ცნობით, სადაზვერვო დრონი, რომელსაც სტრატოსფეროში დარჩენა ერთ წლამდე შეუძლია, გამოსცადეს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში წარმატებით გამოსცადეს. დრონი - Phasa 35 ბრიტანული თავდაცვის კომპანია - BAE Systems-მა შექმნა.
უპილოტო საფრენმა აპარატმა 20 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა ერთ დღეს გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული დრონისთვის სტრატოსფეროში დარჩენის მაქსიმალური დრო ეს არ არის. შემქმნელების თქმით, მზის ბატარეების წყალობით ის შეძლებს ჰაერში დაშვების გარეშე დარჩენას მთელი წლის განმავლობაში.
20 კილომეტრის სიმაღლეზე დრონი უხილავია რადარებისთვის, რაც მას პრაქტიკულად მიუღწეველს ხდის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.