პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, პირველი ორი „ლეოპარდი“ შეკეთებისთვის უკრაინიდან უკვე ჩავიდა.
სარემონტო ცენტრის გახსნა მაისში იგეგმებოდა.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, შეფერხება ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით უთანხმოებამ გამოიწვია. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით კი, სადავო საკითხი მხოლოდ ფასს არ ეხებოდა. გერმანელი ტანკების შემქმნელები, სავარაუდოდ, ამტკიცებდნენ, რომ სატანკო ქარხნის გარშემო დავები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჯერ არ არის ნათელი, არის თუ არა გლივიცეს ცენტრი იგივე პოლონურ-გერმანული ერთობლივი საწარმო, რომელზეც ადრე იყო საუბარი.
Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინა ფრონტზე ივნისიდან იყენებს.