უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ტერორის დამარცხების ერთადერთ გზად, „სრულფასოვან საჰაერო ფარს“ მიიჩნევს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსდა.
„უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი - ეს ერთადერთი გზაა რუსული სარაკეტო ტერორის დასამარცხებლად. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, ჩამოვაგდოთ ის რუსული რაკეტებიც კი, რომლითაც ტერორისტები იკვეხნიდნენ.
პარტნიორებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარების წყალობით, ჩვენმა ცის დამცველებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მაგრამ მთელი ჩვენი ტერიტორიისთვის, ყველა ჩვენი ქალაქისთვის და თემისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო. მსოფლიო არ უნდა შეეგუოს რუსულ ტერორს - ტერორი უნდა დავამარცხოთ. და ეს შესაძლებელია!" წერს უკრაინის პრეზიდენტი.