კუნძულ როდოსზე, საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა

  • კუნძულ როდოსზე, ხანძარმა ათასობით ტურისტს სასტუმროები დატოვება აიძულა

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე გაჩენილმა დიდმა ხანძარმა ათასობით ტურისტი აიძულა, რომ სასტუმროები დაეტოვებინა, რაც ბერძენი ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაციის შედეგია. 

CNN-ის თანახმად, საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათის შემდეგ როდოსზე, დაახლოებით 19,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

16,000 ადამიანი, მათ შორის ტურისტები და მცხოვრებლები სახმელეთო, ხოლო 3,000 - საზღვაო გზით გადაიყვანეს.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სამი აქტიური კერაა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში.

მეხანძრეების ინფორმაციით, რვა ადამიანი სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ტყის ხანძრების ლიკვიდაციას 266 მეხანძრე, 49 სახანძრო მანქანა, ხუთი ვერტმფრენი და 10 თვითმფრინავი ცდილობს.

ევროპაში მათ შორის საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი ფიქსირდება.