უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ მომავალი ზაფხულისთვის უკრაინა ომს მოიგებს და NATO-ში 2024 წლის ივლისში გაწევრიანებას შეძლებს.
„ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია," - განაცხადა რეზნიკოვმა.
მან აღიარა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.
CNN-ის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მომავალ ზაფხულს დასრულდება, მან უპასუხა: „დიახ. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს.“
მისივე განმარტებით, ეს თავად ალიანსის ინტერესებშიც იქნება, რადგან უკრაინა გახდა NATO-ს და იგივე ევროპის ნამდვილი აღმოსავლური ფარი.
„უკრაინამ მოიპოვა „ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება - როგორ შეაკავოს რუსები, დაამარცხონ ისინი, დაამარცხონ ისინი NATO-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით,“ - აღნიშნა რეზნიკოვმა.