უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარის განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთის ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით 4 კილომეტრით დაწინაურდნენ.
„უკრაინის ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე შეტევის დროს გაათავისუფლეს 192 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია. [...] უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით," - აღნიშნა მალიარმა „ტელეგრამზე“ განთავსებულ პოსტში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკის, კურდიუმოვკის მიდამოებში.
თავის მხრივ, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, 23 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 35 შეტაკება მოხდა.