ავსტრალია აშშ-სგან C-130J Hercules-ის ტიპის 20 თვითმფრინავს შეიძენს

ავსტრალია სამეფო საჰაერო ძალების ფლოტის გაძლიერებაზე თითქმის 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მთავრობა 20 ახალ C-130J Hercules-ის ტიპის თვითმფრინავს აშშ-დან 9,8 მილიარდ დოლარად შეიძენს.


აღნიშნული თვითმფრინავი გამოიყენება თავდაცვის პერსონალის, აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული მარაგისთვის. ის რეგულარულად გამოიყენება სამძებრო-სამაშველო მისიებში, კატასტროფის შემთხვევის დროს და სამედიცინო ევაკუაციისას.

C-130J მონაწილეობდა თითქმის ყველა ძირითად თავდაცვით ოპერაციაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში.

„C-130J Hercules არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ავსტრალიისთვის, როგორც ერისთვის. ქვეყანაში ხანძრისა და წყალდიდობის შემთხვევების, რეგიონისთვის გადამწყვეტი მარაგების მიწოდების, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს იყო და იქნება გადამწყვეტი აქტივი,“ - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.