კიბერშეტევის შედეგად, ნორვეგიის თორმეტი სამთავრობო უწყება დაზარალდა. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ნორვეგიის ონლაინ გაზეთი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმა, რომელსაც პოლიცია იძიებს, უწყებების საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმებზე განხორციელდა.
მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მინისტრმა, ზიგბიორნ იელსვიკმა განაცხადა, თავდასხმასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი რიგი ზომები და მთავრობა ყურადღებით აკვირდება არსებულ სიტუაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის მასშტაბებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მედიის ცნობით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმას იყენებს ყველა სამინისტრო, გარდა პრემიერის აპარატისა, ასევე თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა.