ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივლისს განაცხადა, რომ Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკი 10 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინისკენ მიემართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინისთვის განკუთვნილი სხვა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესპანეთის პორტიდან პოლონეთში უკვე გაემგზავრა.
ასევე ამ პაკეტის ნაწილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისთვის არის განკუთვნილი.