Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ამერიკული წყალქვეშა ნავი სამხრეთში ჩავიდა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე განლაგდა.


იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა.


სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. ჩრდილოეთ კორეამ ამაზე რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ასეთი განლაგება შეიძლება, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. გასულ კვირას მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ გასულ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.