იტალიის პოლიციამ, ფოჯიის კომუნაში სპეცოპერაცია ჩაატარა და 82 პირი დააკავა. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობა, მისი გავრცელება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
მათივე თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც „The Firm“ ერქვა, ხელშეკრულება გააფორმა წელიწადში მილიონობით ევროდ ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის დისტრიბუციის შესახებ.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი მიესალმა პოლიციის ოპერაციას და ის „ძლიერ სახელმწიფო რეაგირებად" შეაფასა.