უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე.
CNN-ის კითხვას, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა, რეზნიკოვმა უპასუხა: „ნორმალური ტაქტიკაა გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ.“
მისივე თანახმად, ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს უკრაინის წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას.”