კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალები კიევს Shahed-ის დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს.
მისივე ინფორმაციით, ეს რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული მეექვსე თავდასხმაა მიმდინარე თვეში.
„საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა საჰაერო სამიზნე დროულად იქნა აღმოჩენილი და განადგურებული კიევთან მიახლოებისას,“ - აღნიშნა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.