უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კიევის კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ არ ღელავს, რადგან ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მცდარია წარმოდგენა, რომ ყველა კონტრშეტევა სწრაფი უნდა იყოს.
რეზნიკოვმა მიუთითა რამდენიმე მიზეზზე, თუ რატომ შეიძლება იყოს კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელი, მათ შორის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო სისტემები.
„ეს არის საჰაერო თავდაცვის საკითხი. ეს არის ის, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან გრძელი ბრძოლის ველი და გვყავს დიდი რაოდენობით მტერი. ასე რომ, ეს ომია და არა კომპიუტერული თამაში,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში.