აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმ მალის თავდაცვის მინისტრს, სადიო კამარას და მალის ორ სხვა სამხედრო ლიდერს, რომლებიც მათ ქვეყანაში „ვაგნერის“ საქმიანობას ხელს უწყობდნენ, სანქციები დაუწესა.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მალის საჰაერო ძალების შტაბის უფროსს, ალუ ბოი დიარას და მის მოადგილეს ადამ ბაგაიოკოს.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 13 ფიზიკური პირისა და სხვა ბიზნეს სუბიექტების მიმართ, რომლებიც (PMC) მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში „ვაგნერის“ ქმედებებთან არიან კავშირში.
„ვაგნერს“ დასავლეთი ომის არაერთ დანაშაულში სდებს ბრალს.