„ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, აგვეკრძალა და შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვსურს რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის განხორციელება, გვსურს, რომ რუსეთმა ზღოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ვხედავთ, რა დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, ამას ისე ვერ დავტოვებთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ ზეწოლის მოხდენას და რუსეთის იზოლირებას. ჩვენი თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ, მიჰყვნენ იმავე მიდგომას,“ – განაცხადა ჰერჩნინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.