სუნაკი: დიდი ბრიტანეთი შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს

დიდი ბრიტანეთი მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.


თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბრის დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ყოველდღიურ მცდელობებზე, რომლებიც ოდესის ისტორიული ცენტრის და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ სოციალური ქსელების საშუალებით.

მანვე აღნიშნა, რომ რიში სუნაკს უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი მოთხოვნილებები გააცნო.