ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროპის ფონდში $24 მილიონზე მეტი შეიტანა

ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდში (EPF) 24 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 25 ივლისს განაცხადა.

„უკრაინის საჭიროებებზე საპასუხოდ, ნორვეგიამ თანხა „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებით მიზნით, სპეციალურად გამოყო , - ნათქვამია განცხადებაში.


EPF ფონდის მეშვეობით უკრაინამ ამ დროისთვის შვიდი მხარდაჭერის პაკეტი მიიღო და ბრიუსელმა 27 ივნისს გადაწყვიტა, რომ ფონდის ჯამური ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს შემდგომი რესურსების ინვესტირებას ფონდში უკრაინის სამომავლო მხარდაჭერისთვის. ნორვეგიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, 40 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.

ოსლომ 300 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წელს. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინის ხუთწლიანი დახმარების ფარგლებში, 8,2 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა.