აშშ უკრაინას $400 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის.

დახმარება მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის, HIMARS და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამეთვალყურეო დრონებს  - Hornet, რაკეტებს Hydra-70, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Stinger-ი და Javelin-ი, Stryker-ის ტიპის 32 ჯავშანტრანსპორტიორს, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს.
 
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.