IMF „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის გამო, ფასების 15%-ით გაზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები, შეიძლება, 15%-ით გაიზარდოს.

IMF-ის შეფასებით, შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ, შესაძლოა, მსოფლიო მარცვლეულის ფასები 10-15%-ით გაზარდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა მედიას განუცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის საკმარისად მიწოდების უზრუნველყოფას უწყობდა ხელს, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6.0%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.