იაპონიის მოსახლეობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 801,000-ით, 122,423,038-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა მის ისტორიაში მას შემდეგ, რაც მსგავსი კვლევა 1968-დან დაიწყო.
Japan Times-ის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მოსახლეობა, მათ შორის უცხოელი მცხოვრებლები, 125,416,877 ადამიანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 511,000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.